Posts

Showing posts from May, 2023

Ბლოგ პოსტი ბლოგის შესახებ

  Ბლოგ პოსტი ბლოგის შესახებ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინფორმაციის მოძიება ისეთივე მარტივი და ავტომატური პროცესი გახდა, როგორიც ჭამა, სუნთქვა ან სიარულია.  როგორც ქართულ რეალობაში აღზრდილ-მცხოვრები მილენიალი, (ანუ 90-იანების წარმომადგენელი) გეტყვით, რომ ყოველივე ამის მიუხედავად, ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ინფორმაციული დეფიციტია ცხოვრებისეულ საკითხებთან მიმართებაში.  ეს დეფიციტი კი გავლენას ახდენს პიროვნებების ფორმირებაზე, ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე, პირად თუ საზოგადოებასთან ურთიერთობებზე.  ვფიქრობ, რომ ამ დეფიციტის შევსება მარტივი და სახალისო მეთოდებით არა მარტო საინტერესოა, აუცილებელიც კია. სწორედ აქედან გაჩნდა Mind Snack-ის ბლოგის იდეა.  რას შეეხება ბლოგი? Mind Snack -ის ბლოგის მიზანია მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ბლოგზე განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, ქალის და მამაკაცის ანატომია, მენტალური აშლილობები და ა.შ. ასევე, მივიღებთ კითხვებს და ვისაუბრებთ თქვენთვის სა...