Ბლოგ პოსტი ბლოგის შესახებ

 

Ბლოგ პოსტი ბლოგის შესახებ

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინფორმაციის მოძიება ისეთივე მარტივი და ავტომატური პროცესი გახდა, როგორიც ჭამა, სუნთქვა ან სიარულია. 

როგორც ქართულ რეალობაში აღზრდილ-მცხოვრები მილენიალი, (ანუ 90-იანების წარმომადგენელი) გეტყვით, რომ ყოველივე ამის მიუხედავად, ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ინფორმაციული დეფიციტია ცხოვრებისეულ საკითხებთან მიმართებაში. 

ეს დეფიციტი კი გავლენას ახდენს პიროვნებების ფორმირებაზე, ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე, პირად თუ საზოგადოებასთან ურთიერთობებზე. 

ვფიქრობ, რომ ამ დეფიციტის შევსება მარტივი და სახალისო მეთოდებით არა მარტო საინტერესოა, აუცილებელიც კია. სწორედ აქედან გაჩნდა Mind Snack-ის ბლოგის იდეა. 


რას შეეხება ბლოგი?

Mind Snack -ის ბლოგის მიზანია მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ბლოგზე განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, ქალის და მამაკაცის ანატომია, მენტალური აშლილობები და ა.შ. ასევე, მივიღებთ კითხვებს და ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

ყველა თემა დაფუძნებული იქნება მეცნიერულად დადასტურებულ წყაროებზე, რადგან Ჩვენი მიზანია ბლოგში გაზიარებული ინფორმაცია იყოს სანდო და ზუსტი.  

მოიმარჯვეთ ჯანსაღი სასუსნავები და ჩაუჯექით, საინტერესო მოგზაურობა გველის წინ ^^

ახალი ბლოგები გამოქვეყნდება ყოველკვირეულად Mind Snack-ის ინსტაგრამ გვერდზე.


Comments

Popular posts from this blog

რა არის მენტალური ჯანმრთელობა?

რა არის ძილი?

მენტალური აშლილობის ტიპები - მშობიარობის შემდგომი დეპრესია