რა არის ძილი?
ძილი, ერთი შეხედვით, ზედმეტად მარტივი ფენომენია. ადამიანთა უმრავლესობისთვის, მხოლოდ კომფორტულ მდგომარეობაში მოთავსება, თვალების დახუჭვა და ჩაძინებაა. თუმცა, მეცნიერებისთვის ძილი ერთ-ერთი კომპლექსური და ამოუცნობი პროცესია. რატომ გვძინავს ადამიანებს? თანამედროვე მედიცინის წარმოდგენა ძილზე ნაწილობრივ აწყობილ თავსატეხს ჰგავს. ექსპერტებს შეუძლიათ ამოიცნონ ზოგიერთი ნაწილი და შექმნან საერთო სურათი, თუმცა როგორ ერგება თავსატეხის ფრაგმენტები ერთმანეთს, სრულად შესწავლილი არაა. ადამიანი მონაცვლეობით გადადის ძილისა და სიფხიზლის ფაზებში. ზოგიერთი პროცესი ორგანიზმში მიმდინარეობს მხოლოდ ძილის დროს. ძილის დროს მიმდინარე პროცესები მოიცავს: ენერგიის დაგროვება და შენახვა - დღის განმავლობაში, სხეულის უჯრედები იყენებენ დაგროვილ რესურსებს სამუშაოს შესასრულებლად. ძილის დროს, სხეული ნაკლებ ენერგიას ხარჯავს და საშუალებას აძლევს უჯრედებს მოიმარაგონ მომდევნო დღისთვის საჭირო ენერგია. თვითრეაბილიტაცია და აღდგენა - სხეულის შემცირებული აქტივობა აადვილებს ჭრილობების განკურნებას. სწორედ ამ...