რა არის მენტალური ჯანმრთელობა?
მენტალური ჯანმრთელობა არის ფსიქიკური სიჯანსაღის მდგომარეობა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს გაუმკლავდეს სტრესს, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები და განვითარდეს როგორც სოციუმის ნაწილი. 21-ე საუკუნის დინამიური სამუშაო და ცხოვრების რეჟიმი ბევრ სტრესთან ასოცირდება, რაც ხშირად იწვევს დეპრესიას, შფოთვით აშლილობას და სხვა მენტალურ პრობლემებს. დიდი ხნის განმავლობაში ფსიქიკური ჯანრმთელობა ერთ-ერთი ტაბუ დადებული საკითხი იყო. ბოლო რამდენიმე წელიწადში გაიზარდა ცნობიერება და შედარებით ხელმისაწვდომი გახდა ფსიქოლოგის/ფსიქიატრის მომსახურება. რატომ არის მნიშვნელოვანი მენტალური ჯანმრთელობა? ფსიქიკური ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე, ფიქრებზე, ქცევებსა და კომუნიკაციებზე. ჯანსაღი გონება და ემოციური ფონი გვეხმარება მნიშვნელოვანი კავშირების ფორმირებაში, სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში. მიზეზები, თუ რატომ უნდა იზრუნოთ მენტალურ ჯანმრთელობაზე ფსიქიკაზე ზრუნვა არა მარტო აუმჯობესებს თქვე...