ადამიანის ენდოკრინული სისტემა

მიმოხილვა

ენდოკრინული სისტემა არის ჯირკვლებისა და ორგანოების ქსელი, რომლებიც მთელ სხეულშია განლაგებული. ნერვული სისტემის მსგავსად, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის მრავალი ფუნქციის კონტროლსა და რეგულირებაში. 

მაშინ როდესაც ნერვული სისტემა იყენებს ნერვულ იმპულსებს და ნეიროტრანსმიტერებს კომუნიკაციისთვის, ენდოკრინული სისტემა იყენებს ქიმიურ მესინჯერებს, რომლებსაც ჰორმონებს უწოდებენ. 

პოსტში გაეცნობით ენდოკრინული სისტემის ფუნქციას და როლს ორგანიზმში. 

რას აკეთებს ენდოკრინული სისტემა? 

ენდოკრინული სისტემა, ჰორმონების გამოყოფის გზით, პასუხისმგებელია სხეულის მთელი რიგი ფუნქციების რეგულირებაზე. ჰორმონები გამოიყოფა ენდოკრინული სისტემის ჯირკვლების მიერ, რომლებიც სისხლძარღვების მეშვეობით მიემართებიან სხეულის სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. შემდეგ ჰორმონები გადასცემენ ორგანოებსა და ქსოვილებს, რა უნდა გააკეთონ ან როგორ იმოქმედონ. 

სხეულის ფუნქციები, რომელიც კონტროლდება ენდოკრინული სისტემის მიერ, მოიცავს:
  • მეტაბოლიზმი; 
  • ზრდა და განვითარება; 
  • სქესობრივი ფუნქცია და რეპროდუქცია; 
  • გულის რითმი; 
  • სისხლის წნევა;
  • მადა; 
  • ძილისა და გაღვიძების ციკლი; 
  • სხეულის ტემპერატურა. 

რა არის ჯირკვალი?

ჯირკვალი არის ორგანო, რომელიც ქმნის და ათავისუფლებს ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს სჭირდება ფუნქციონირებისთვის.  
არსებობს ჯირკვლების ორი ტიპი: 
  • ენდოკრინული ჯირკვლები - ჰორმონები გამოიყოფა პირდაპირ სისხლის მიმოქცევის სისტემაში; 
  • ეგზოკრინულ ჯირკვლები - ლიმფური კვანძები და საოფლე ჯირკვლები, რომლებიც არ არიან ენდოკრინული სისტემის ნაწილი




ენდოკრინული სისტემაში გაერთიანებული ორგანოები


სწორედ ჯირკვლებში ხდება ენდოკრინული სისტემის ჰორმონების წარმოქნა, შენახვა და გამოყოფა. თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ერთ ან მეტ ჰორმონზე, რომლებიც კონკრტული ორნგანოების და სხეულის უჯრედების ფუნქციონირებაზე ახდენენ გავლენას. 

ენდოკრინული ჯიკვლები მოიცავს: 
  • ჰიპოთალამუსი - მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მას არ თვლის ჯირკვალად, ჰიპოთალამუსი აწარმოებს მრავალ ჰორმონს, რომლებიც აკონტროლებენ ჰიპოფიზის ჯირკვალს. ასევე მონაწილეობს მრავალი ფუნქციის რეგულირებაში, მათ შორის ძილის-ღვიძილის ციკლების, სხეულის ტემპერატურისა და მადის ჩათვლით. მას ასევე შეუძლია სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარეგულირება. ჰიპოთალამუსი აკავშირებს ნერვულ და ენდოკრინულ სისტემას. 
  • ჰიპოფიზი - განთავსებულია ჰიპოთალამუსის ქვემოთ და პასუხისმგებელია ორგანიზმის ზრდასა და რეპროდუქციის უნარზე. ეს არის თქვენი ენდოკრინული სისტემის მთავარი ჯირკვალი. ჰიპოფიზი იყენებს ინფორმაციას, რომელსაც იღებს თქვენი ტვინიდან, რათა გადასცეს თქვენი სხეულის სხვა ჯირკვლებს, რა უნდა გააკეთონ. იგი წარმოქნის ბევრ ჰორმონს:
    • პროლაქტინს, რომელიც ეხმარება მეძუძურ დედებს რძის გამომუშავებაში;
    • ანტიდიურეზული ჰორმონს (ADH) (ვაზოპრესინი), რომელიც აკონტროლებს არტერიულ წნევას და ხელს უწყობს სხეულის წყლის ბალანსის კონტროლს თირკმელზე ზემოქმედებით;
    • კორტიკოტროპინი / ACTH: ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვალს გარკვეული ჰორმონების წარმოქმნისთვის; 
    • ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH), რომელიც ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას და სეკრეციას, 
    • ოქსიტოცინი, რომელიც ხელს უწყობს რძის გამოყოფას ძუძუთი კვების დროს; 
    • მალუტეინიზირებელი ჰორმონი, რომელიც მართავს ესტროგენს ქალებში და ტესტოსტერონს მამაკაცებში.
  • ეპიფიზი - პასუხისმგებელია მელატონინის წარმოქმნაზე და ორგანიზმს ეხმარება ჩაძინებაში. 
  • ფარისებრი ჯირკვალი - წარმოქმნის ჰორმონ თიროიდს, რომელიც პასუხისმგებელია ზრდასა და მეტაბოლიზმზე. ფარისებრი ჯიკრვლის დისფუნქციისას ვითარდება ჰიპოთირეოზი (ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონს მცირე რაოდენობით), ჰიპერთირეოზი (ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონს ჭარბი რაოდენობით). ორივე შემთხვევაში. ფარისებრი ჯირკვალი ასევე გამოიმუშავებს ჰორმონ კალციტონინს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს კალციუმი შეიწოვოს ძვლებში. 
  • პარათიროიდი - ეს არის ოთხი პატარა ჯირკვლის ნაკრები, მოთავსებული ფარისებრი ჯირკვლის უკან. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ძვლების ჯანმრთელობაში, აკონტროლებენ კალციუმის და ფოსფორის დონეს ორგანიზმში. 
  • თიმუსი - ეს ჯირკვალი აყალიბებს სისხლის თეთრ უჯრედებს, სახელწოდებით T- ლიმფოციტებს, რომლებიც ებრძვიან ინფექციას და გადამწყვეტია ბავშვის იმუნური სისტემის განვითარებისას. თიმუსი სქესობრივი მომწიფების შემდეგ იწყებს შეკუმშვას.
  • თირკმელზედა ჯირკვალი - ცნობილია ჰორმონის ადრენალინის წარმოქმნით (ასევე უწოდებენ ეპინეფრინს), ეს ორი ჯირკვალი ასევე აწარმოებს ჰორმონებს, რომლებსაც კორტიკოსტეროიდებს უწოდებენ. ისინი გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე გულისცემაზე, ჟანგბადის მიღებაზე, სისხლის ნაკადზე და სექსუალურ ფუნქციაზე. 
  • კუჭქვეშა ჯირკვალი/პანკრეასი - ეს ორგანო საჭმლის მომნელებელი და ენდოკრინული სისტემების ნაწილია. იგი აწარმოებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, რომლებიც შლიან საკვებს. ასევე ქმნის ჰორმონებს - ინსულინსა და გლუკაგონს, რაც ხელს უწყობს შაქრის ნორმალურ შემცველობას სისხლში და უჯრედებში. თუ ინსულინს არ გამოიმუშავებთ, ორგანიზმში შაქრის დონე მკვეთრად იზრდება და ყალიბდება პირველი ტიპის დიაბეტი. მეორე ტიპის დიაბეტის დროს, პანკრეასი, როგორც წესი, გარკვეულწილად აწარმოებს ინსულინს, მაგრამ არა საკმარისად.
  • საკვერცხეები - წარმოქმნიან ესტროგენს და პროგესტერონს. ეს ჰორმონები ხელს უწყობენ მკერდის განვითარებას გარდატეხის ასაკში, არეგულირებენ მენსტრუალური ციკლს და ხელს უწყობენ ორსულობას.
  • სათესლე ჯირკვალი - პასუხისმგებელია ტესტოსტერონის წარმოქმნაზე მამაკაცებში. ასევე გარდატეხის ასაკში განაპირობებს თმის ზრდას სახეზე და ტანზე. იგი მართავს მამაკაცის სქესობრივ ფუნქციას და მონაწილეობს სპერმის წარმოქმნაში. 

ჰორმონების გავლენა ენდოკრინულ სისტემაზე

ხშირად სტრესის, კვების რეჟიმის ცვლილების, ძილის რეჟიმის დარღვევის და სხვა მრავალი ფაქტორის გამო შესაძლოა განვითარდეს ჰორმონალური დისბალანსი. ეს ნიშნავს, რომ სისტემაში შემავალი რომელიმე ჰორმონის ფუნქცია დაირღვა და მისი არასწორი სეკრეცია გავლენას ახდენს სხვა ორგანოთა სისტემებზე. 

გიზიარებთ ჰორმონების ცვლილებით გამოწვეულ მდგომარეობებს. 

ჰიპერთირეოზი

ჰიპერთირეოზი ვითარდება მაშინ, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობის თიროიდს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით, მათ შორის აუტოიმუნური დაავადებებით.
ჰიპერთირეოზის ზოგიერთი სიმპტომია: 
  • დაღლილობა;
  • შფოთვა;
  • წონის კლება;
  • დიარეა; 
  • სიცხის აუტანლობა;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • ძილის დარღვევა.
ჰიპერთირეოზი მართვადია მკურნალობის შემთხვევაში. ექიმის მიერ მდგომარეობის შეფასების შემდეგ ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა, რადიოიოდური თერაპია ან ქირურგიული ჩარევა (ჯირკვლის ამოკვეთა). 
გრეივსის დაავადება არის აუტოიმუნური დაავადება და ჰიპერთირეოზის ხშირი ფორმაა. გრეივსის დაავადების მქონე ადამიანებში, იმუნური სისტემა უტევს ფარისებრ ჯირკვალს, რაც იწვევს ჭარბი რაოდენობით ჰორმონის გამომუშავებას.

ჰიპოთირეოზი

ჰიპოთირეოზი ვითარდება , როდესაც ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ჰორმონს. ჰიპერთირეოზის მსგავსად, მას მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს.

ჰიპოთირეოზის ზოგიერთი სიმპტომია: 
  • დაღლილობა;
  • წონის მატება;
  • შეკრულობა
  • სიცივის აუტანლობა;
  • თმისა და კანის გამოშრობა; 
  • შენელებული გულისცემა;
  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;
  • შვილოსნობის პრობლემები.
ჰიპოთირეოზის მკურნალობა მოიცავს თიროიდის მედიკამენტის ფორმით დამატებას.

კუშინგის სინდრომი

კუშინგის სინდრომი ვითარდება ჰორმონი კორტიზოლის მაღალი დონის გამო. 
კუშინგის სინდრომის სიმპტომებია: 
  • წონის მომატება;
  • ცხიმის ზონები სახეზე, შუა ნაწილში ან მხრებზე;
  • სტრიები, განსაკუთრებით ხელებზე, ბარძაყებსა და მუცელზე;
  • ჭრილობების, ნაკაწრებისა და მწერების ნაკბენების ნელი განკურნება; 
  • თხელი კანი, რომელიც ადვილად ლურჯდება; 
  • არარეგულარული მენსტრუაცია
  • სექსუალური მოთხოვნილების და შვილოსნობის შემცირება მამაკაცებში 
კუშინგის სინდრომის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე და თერაპია შესაძლოა მოიცავდეს მედიკამენტებს, რადიოთერაპიას ან ქირურგიულ ოპერაციას.

ედისონის დაავადება

ედისონის დაავადება ვითარდება, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები არ აწარმოებენ საკმარისი რაოდენობის კორტიზოლს ან ალდოსტერონს. 
ედისონის დაავადების ზოგიერთი სიმპტომია: 
  • დაღლილობა;
  • წონის კლება; 
  • მუცლის ტკივილი;
  • სისხლში შაქრის დაბალი დონე; 
  • გულისრევის შეგრძნება ან ღებინება; 
  • დიარეა;
  • გაღიზიანებადობა;
  • მარილის ან მარილიანი საკვების მოთხოვნილება; 
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ედისონის დაავადების მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტების კურსით, რომელიც აბალანსებს ჯირკვლის ფუნქციას ჰორმონების შევსების ხარჯზე. 

დიაბეტი

დიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში შაქრის დონე ირღვევა. 
შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებს სისხლში ძალიან ბევრი გლუკოზა აქვთ (სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა). არსებობს დიაბეტის ორი ტიპი: ტიპი 1 დიაბეტი და ტიპი 2 დიაბეტი.
შაქრიანი დიაბეტის ზოგიერთი სიმპტომია: 
  • დაღლილობა; 
  • მადის მატება;
  • წყურვილის შეგრძნება;
  • ხშირი შარდვა; 
  • გაღიზიანებადობა; 
  • ინფექციების რისკის ზრდა;
დიაბეტის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს სისხლში შაქრის მონიტორინგს, ინსულინოთერაპიას და მედიკამენტებს. ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის ცვლილებები, მაგალითად, რეგულარული ვარჯიში და დაბალანსებული კვება. 

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი (PCOS)

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი გამოწვეულია რეპროდუქციული ჰორმონების დისბალანსით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების პრობლემები. PCOS - სთან ერთად ცხოვრება შეიძლება ნიშნავდეს, რომ კვერცხუჯრედი შეიძლება არ წარმოიქმნას ყოველ თვე, ან შეიძლება არ განვითარდეს სწორად. 
PCOS- ის ზოგიერთი სიმპტომია: 
  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი; 
  • შვილოსნობის პრობლემები;
  • საკვერცხეებზე წარმოქმნილი კისტები;
  • აკნე; 
  • ჰირსუტიზმი, უჩვეულო რაოდენობის თმის ზრდა სახეზე ან ნიკაპზე;
  • თმის დათხელება; 
  • წონის მატება;
  • ლაქები;
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი შესაძლოა იყოს გენეტიკური ან შეძენილი და არ იკურნება, თუმცა შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება. თერაპია მოიცავს მედიკამენტებს, როგორიცაა პერორალური კონტრაცეპტივი, მიო ინოზიტოლის შემცველი დანამატები. მიო ინოზიტოლი წარმოადგენს აქტიურ მეტაბოლიტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინსულინსენსიტიურობის აღდგენაში. მისი კონცენტრაციის დონე პირდაპირკავშირშია კვერცხუჯრედის ხარისხთან. მიო ინოზიტოლი ასტიმულირებს FSH-ის სინთეზს და ხელს უწყობს კვერცხუჯრედის ხარისხის გაუმჯობესებას. 
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მართვისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის ცვლილებები, სწორი კვების რეჟიმი, წონის კონტროლი, ვარჯიში.


ჰიპოგონადიზმი

ჰიპოგონადიზმი ხშირია, განსაკუთრებით ხანდაზმულ მამაკაცებში და ზოგჯერ ქალებში. იგი გამოწვეულია სქესობრივი ჰორმონის ტესტოსტერონის შემცირებული წარმოებით.  შეიძლება გამოიწვიოს ლიბიდოს დაქვეითება, ასევე სხვა სიმპტომები, როგორიცაა: 
  • ერექციული დისფუნქცია;
  • ენერგიის შემცირება;
  • კუნთების მასის შემცირება;
  • დეპრესიული განწყობა;
  • გაზრდილი გაღიზიანება.
ჰიპოგონადიზმის მკურნალობა ფოკუსირებულია ტესტოსტერონის დონის გაუმჯობესებაზე რაც გულისხმობს ტესტოსტერონის ჩანაცვლებით თერაპიას. 

ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი არის ძვლის მასის ანომალიური დაკარგვა და ძვლის ქსოვილის ცვლილებები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა პრობლემით, მაგრამ ორი საერთო მიზეზი არის ესტროგენის მდედრობითი სქესის ადამიანებში და ტესტოსტერონის დონის შემცირება მამრობითი სქესის ადამიანებში. ჰორმონალური დონის დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს ასაკით, ისევე როგორც სხვა დაავადებებით. 

ოსტეოპოროზი ყოველთვის არ ავლენს აშკარა სიმპტომებს. ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია ძვლის მოტეხილობები და ტრავმები, რომლებიც დაკავშირებულია მსუბუქი ვარდნის, სიმძიმის აწევისა და ხველის დროს. 

ოსტეოპოროზის მკურნალობის მიზანია ძვლის დაკარგვის შენელება ან შეჩერება. სწორი კვება, ფიზიკური ვარჯიში და მედიკამენტები.

აკრომეგალია

ეს იშვიათი დაავადება გამოწვეულია იმით, რომ ორგანიზმი ზედმეტად ბევრ ზრდის ჰორმონს აწარმოებს, რომელიც ძირითადად ჰიპოფიზში გამომუშავდება. ძირითადად დიაგნოზის დასმა ხდება ხანდაზმულ ასაკში და იწვევს ორგანოების, ძვლების, ხრტილების და გარკვეული ქსოვილების ზრდას. 
აკრომეგალიის სიმპტომებია: 
  • შეშუპებული ცხვირი;
  • შეშუპებული ყურები; 
  • შეშუპებული ხელები და ფეხები;
  • სახსრების ტკივილები;
  • ხმის ტებრის ცვლილება;
  • ოფლიანობისა და სხეულის სუნის მომატება; 
აკრომეგალიის მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, სხივურ თერაპიას და ქირურგიულ ჩარევას.


როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ენდოკრინული სისტემა? 

ენდოკრინული სისტემის ჯანმრთელობა დაკავშირებულია ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობასთან. ეს გულისხმობს რეგულარულ ვარჯიშს, დაბალანსებულ კვებას და გეგმიურ ანალიზებს 6-12 თვეში ერთხელ. 

ბლოგ პოსტში გაზიარებული დაავადებები გამოწვეულია ჰორმონალური დისბალანსით. გიზიარებთ კვლევების ჩამონათვალს, რაც დაგეხმარებათ თქვენ და ექიმს სწორი დიაგნოზის დასმაში: 
  • ფარისებრი ჯირკვალი - ფუნქციის შესამოწმებლად შეგიძლიათ ჩაიტაროთ TSH, FT4, Anti Tpo ანალიზები და ჯირკვლის ეხოსკოპია, კვანძების გამოსარიცხად. ჰორმონის ნორმალური მაჩვენებელი, არ გამორიცხავს კვანძის არსებობას. 
  • დიაბეტი - დიაგნოზის დასადგენად შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჰომა ინდექსის და გლუკოზის ანალიზები;
  • პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი - დიაგნოზის დასადგენად შეგიძლიათ ჩაიტაროთ Free Testo(თავისუფალი ტესტოსტერნონი), FSH(ფოლეკულამასტიმულირებელი ჰორმონი), LH(მალუთეინიზირებელი ჰორმონი) ანალიზები და ეხოსკოპია(ვაგინალური ან მცირე მენჯის ღრუ) ფოლეკულების და კისტების მონიტორინგის მიზნით.  
ანალიზები შეგიძლიათ ჩაიტაროთ ლაბორატორიაში ან ისარგებლოთ სახლში გამოძახების სერვისით. აუცილებელია კლევებზე მისვლა დილით, უზმოზზე (არ უნდა მიიღოთ წყალი, ჩაი/ყავა ან საკვები), დიაბეტის შემთხვევაში, ექიმის დანიშნულების შესაბამისად. 

თუ გაქვთ გენეტიკური განწყობა დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის ან სხვა დაავადებების მიმართ, აუცილებლად აცნობეთ ოჯახის ექიმს, რათა მოხდეს დინამიკაში მუდმივი დაკვირვება და მდგომარეობის სწორი მართვა. 

გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას Mind Snack-თან ერთად. თვალი ადევნეთ ბლოგს უფრო მეტი საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. 



Comments

Popular posts from this blog

რა არის მენტალური ჯანმრთელობა?

რა არის ძილი?

მენტალური აშლილობის ტიპები - მშობიარობის შემდგომი დეპრესია