ინტეგუმენტური სისტემა - თმა, კანი, ფრჩხილი
რა არის ინტეგუმენტური სისტემა?
ინტეგუმენტური სისტემა არის სხეულის გარე შრე. იგი შედგება კანის, თმის, ფრჩხილებისა და ჯირკვლებისგან. ეს ორგანოები და სტრუქტურები ბაქტერიებისგან დაცვის პირველი ბარიერია და გიცავთ გარეგანი დაზიანების, ინფექციების და მზის სხივებისგან. ინტეგუმენტური სისტემა მუშაობს სხეულის სხვა სისტემებთან ერთად, ეხმარება სხეულს ტემპერატურის შენარჩუნებაში, სიცხისა და სიცივის შეგრძნებაში.
კანი
- ეპიდერმისი:კანის ზედა ფენა, ნაწილი, რომელსაც ვხედავთ და ვეხებით. იგი შედგება სამი ტიპის უჯრედისაგან: მელანოციტები, კერატინოციტები და ლანგერჰანსი. ეპიდერმისი ანიჭებს თქვენს კანს ფერს და უზრუნველყოფს წყალგამძლე ბარიერს.
- დერმისი: კანის შუა ფენა. იგი ყველაზე სქელია. შეიცავს საოფლე და ცხიმოვან ჯირკვლებს და თმის ფოლიკულებს.
- ჰიპოდერმისი: კანის ქვედა, ცხიმოვანი ფენა.
ფრჩხილი
- ფრჩხილის ფირფიტა - ფრჩხილის მყარი ზედაპირი;
- ფრჩხილის საწოლი - ფრჩხილის ფირფიტის ქვეშ არსებული კანი;
- კუტიკულა - თხელი კანი ფრჩხილის ფირფიტის ძირში, ე.წ. ნუნა
- მატრიცა - ფრჩხილის „ფესვი“, რომელიც პასუხისმგებელია მის ზრდაზე.
- ლუნულა - ფრჩხილის ფირფიტის თეთრი, მთვარის ფორმის ნაწილი.
თმა
- თმის ღერი: თმის ნაწილი, რომლის დანახვა და შეხება შეგვიძლია;
- თმის ფოლიკული: მილის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც ინარჩუნებს თმას კანში;
- თმის ბოლქვი: მდებარეობს კანის ქვეშ და პასუხისმგებელია თმის ზრდაზე.
ჯირკვლები
ჯირკვლები გვხვდება მთელ კანში. მათ გამოაქვთ შლაკები, როგორიცაა წყალი, მარილი ან ცხიმი კანის ქვედა ფენიდან, კანის ზედაპირზე.
ინტეგუმენტური სისტემა შედგება შემდეგი ჯირკვლებისგან:
- სუდორიფერული ჯირკვლები - გამოყოფენ ოფლს კანის მეშვეობით. არსებობს ორი სახის საოფლე ჯირკვალი: ეკრინული ჯირკვლები და აპოკრინული ჯირკვლები. ეკრინული ჯირკვლები მთელ სხეულშია და ღიაა ფორებისთვის, ხოლო აპოკრინული ჯირკვლები გვხვდება თმის ფოლიკულებში.
- ცხიმოვანი ჯირკვლები - გამოიმუშავებს ცხიმს, რომელიც ხშირად შეგვიმჩნევია სახეზე, ცხვირისა და შუბლის მიდამოებში.
- ცერუმინოზული ჯირკვლები: ყურის ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ყურის ცვილს.
- სარძევე ჯირკვლები - მშობიარობის შემდეგ ბავშვისთვის საჭირო საკვებს - რძეს გამოიმუშავებს.
რა არის ინტეგუმენტური სისტემის დანიშნულება?
ინტეგუმენტური სისტემა იცავს სხეულს გარემო ზემოქმედებით გამოწვეული ინფექციებისგან და დაზიანებებისგან. იგი არის სხეულის ჯავშანი ვირუსების, ბაქტერიების და სხვა მიკრობებისგან. ინტეგუმენტური სისტემა იცავს სხეულს მავნე სინათლისგან და ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის რეგულირებას. სხეულის საფარი ინახავს ცხიმს, წყალს, გლუკოზას, D ვიტამინს და ეხმარება იმუნურ სისტემას დაავადებებისგან დაცვაში.
ინტეგუმენტური სისტემას აქვს მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია:
- უზრუნველყოფს ფიზიკურ დაცვას ბაქტერიებისა და მიკრობებისგან;
- შთანთქავს და ხელს უწყობს აბრაზიების, ჭრილობების და სხვა დაზიანებების შეხორცებას;
- იცავს თქვენს სხეულს ინფექციებისგან;
- გიცავთ მზის ულტრაიისფერი (UV) სხივებისა და მზის დამწვრობისგან;
- გამოყოფს ცხიმს, ოფლს და სხვა ნარჩენებს თქვენი ორგანიზმიდან;
- არეგულირებს სხეულის ტემპერატურას და საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ სიგრილე;
- გეხმარებათ სითბოს, სიცივის შეგრძნებაში და სხვა შეგრძნებების გამოვლენაში;
- ასინთეზირებს D ვიტამინს.
ინტეგუმენტური სისტემის და სხვა სისტემების კოლაბორაცია
ინტეგუმენტური სისტემის დარღვევები
კანის დაავადებები
- ალერგიები, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი და შხამიანი სუროს გამონაყარი;
- კოჟრები ტრავმვისგან;
- მწერების ნაკბენები, როგორიცაა ობობა, კოღო, ტკიპა;
- კანის კიბო, მათ შორის მელანომა;
- კანის ინფექციები, როგორიცაა ცელულიტი;
- კანის გამონაყარი და მშრალი კანი;
- კანის დაავადებები, როგორიცაა აკნე, ეგზემა, ფსორიაზი და ვიტილიგო;
- კანის დაზიანებები, როგორიცაა ხალები, ჭორფლები და ლაქები;
- ჭრილობები, დამწვრობა (მათ შორის მზის დამწვრობა) და ნაწიბურები.
თმის დაავადებები
- არეატა ალოპეცია: აუტოიმუნური დაავადებით გამოწვეული თმის ცვენის ლაქები;
- ანდროგენული ალოპეცია: სიმელოტე ორივე სქესში, რომელიც გენეტიკაზეა დამოკიდებული;
- Anagen effluvium: თმის ცვენა მისი ზრდის ფაზაში. ეს ხშირად ხდება სამედიცინო მკურნალობის დროს, როგორიცაა ქიმიოთერაპია.
- Telogen effluvium: თმის ცვენა დასვენების ფაზაში. ეს ჩვეულებრივ ვლინდება რამდენიმე თვის შემდეგ, მას შემდეგ რაც თქვენი სხეული განიცდის რაიმე სტრესს ან ჰორმონალურ ცვლილებებს.
- ტრავმული ალოპეცია: თმის ცვენა თმის სტილის ხშირი ცვლილების შედეგად, ქუდის ხშირი ხმარებით, სკალპზე ზემოქმედებით, რაც იწვევს მის დაზიანებას.
- ქერტლი - იწვევს თეთრ ან ყვითელ ფანტელებს სკალპზე და თმის ღერზე. ასევე ცნობილია როგორც სებორჰემიური დერმატიტი
- თავის ტილები - პატარა, მცოცავი მწერები, რომლებიც ცხოვრობენ ადამიანის თავის თმაში.
- ჰირსუტიზმი: თმის გადაჭარბებული ზრდა მდედრობითი სქესის ადამიანებში.
ფრჩხილის დაავადებები
- ონიქომიკოზი - ხელისა და ფეხის ფრჩხილის სოკო;
- ონიქოლიზი: როდესაც თქვენი ფრჩხილი გამოეყოფა ფრჩხილის ქვეშ არსებულ კანს;
- ფრჩხილი ფსორიაზი: კანის მდგომარეობა, რომელიც იწვევს აშრევებას, ფრჩხილების ფერის შეცვლას და სხვა სიმპტომებს;
- ლიქენ პლეინეს - გამონაყარი, რომელიც ჩნდება ფრჩხილზე ბორცვების ან ღარების სახით;
- პარონიქია - ქსოვილის ანთება ან ინფექცია უშუალოდ ფრჩხილის გარშემო.
ჯირკვლების დაავადებები
- ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა
- სებორეული დერმატიტი: ქერცლიანი, წითელი ლაქები, რომლებიც ჩნდება სახეზე, მკერდზე ან ზურგზე.
- ცხიმოვანი ჰიპერპლაზია: კანის დაავადება, რომელიც ხშირია ხანდაზმულ ადამიანებში, რომელიც იწვევს კანზე მცირე ზომის, მოყვითალო გამონაყარს.
ინტეგუმენტური სისტემის მოვლა
- დალიეთ ბევრი წყალი. სწორად რომ განსაზღვროთ დღეში რამდენი ლიტრი წყლის მიღება შეგიძლიათ, თქვენი წონა გაამრავლეთ 0.033-ზე;
- რეგულარულად მიიღეთ შხაპი;
- მოერიდეთ მზის დასხივებას, იხმარეთ მზისგან დამცავი საშუალებები;
- არ მოწიოთ სიგარეტი;
- მოერიდეთ ვიწრო ტანსაცმელს და აქსესუარებს.
Comments
Post a Comment