Posts

მენტალური აშლილობის ტიპები - მშობიარობის შემდგომი დეპრესია

პოსტნატალური დეპრესია არის დეპრესიის ფორმა, რომელიც ვლინდება ბავშვის დაბადების შემდეგ. ეს აწუხებს ადამიანების 15%-ს. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მქონე ქალები განიცდიან ემოციურ არასტაბილურობას, ხშირ ტირილს, დაღლილობას, დანაშაულის გრძნობას, შფოთვას და შეიძლება უჭირდეთ ბავშვის მოვლა.  მშობიარობის შემდგომი დეპრესია და მისი ფორმები ბავშვის გაჩენის გამოცდილება დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე. მშობლობის ეტაპი ამაღელვებელია, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს დამღლელი და დამთრგუნველი.  ნორმალურია პერიოდულად ნერვიულობდეთ და შფოთავდეთ, განსაკუთრებით თუ ახალბედა მშობელი ხართ. თუ გრძნობები მოიცავს ძლიერ სევდას ან მარტოობას, განწყობის ძლიერ ცვალებადობას და ხშირ ტირილს, შესაძლოა გქონდეთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია.  მშობიარობის შემდგომი დეპრესია მხოლოდ მშობიარეზე არ მოქმედებს. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს სუროგატებზე და მშვილებელ მშობლებზეც. ბავშვის გაჩენის შემდეგ ადამიანები განიცდიან ჰორმონალურ, ფიზიკურ, ემოციურ, ფინანსურ და სოციალურ ცვლილებებს, რაც შესაბამისად ისახება მენტალურ მდგომ...

მენტალური აშლილობის ტიპები - შფოთვითი დარღვევები

 რა არის შფოთვითი აშლილობა?  შფოთვა არის ემოცია, რომელსაც ახასიათებს დაძაბულობის განცდა, შეშფოთებული აზრები და ფიზიკური ცვლილებები, როგორიცაა არტერიული წნევის მომატება. შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებს ჩვეულებრივ აქვთ განმეორებადი ინტრუზიული აზრები ან შეშფოთება. მათ ასევე შეიძლება ჰქონდეთ ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა ოფლიანობა, კანკალი, თავბრუსხვევა ან აჩქარებული გულისცემა. შფოთვითი აშლილობის ზოგადი მანიშნებლებია:  შფოთვა ხელს უშლის თქვენს ნორმალურ ფუნქციონირებას;  ხშირად გაქვთ გადამეტებული რეაქცია პატარა გამაღიზიანებელ ფაქტორებზეც კი; ვერ აკონტროლებთ თქვენს რეაქციას და პასუხებს კონკრეტულ სიტუაციებში.  ხშირად ასეთ მდგომარეობაში რთულია მთელი დღის ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოფნა. არსებობს რამდენიმე ეფექტური მეთოდი შფოთვითი აშლილობის სამართავად, რომლებსაც ბლოგ პოსტში გაგიზიარებთ.  ვინ არის შფოთვითი აშლილობის რისკ ჯგუფში? გენეტიკურმა და გარემო ფაქტორებმა შესაძლოა გაზარდონ ადამიანის შფოთვითი აშლილობისკენ მიდრეკილების რისკი. თუმცა ალბათობა უფრ...

რა არის ძილი?

ძილი, ერთი შეხედვით, ზედმეტად მარტივი ფენომენია. ადამიანთა უმრავლესობისთვის, მხოლოდ კომფორტულ მდგომარეობაში მოთავსება, თვალების დახუჭვა და ჩაძინებაა. თუმცა, მეცნიერებისთვის ძილი ერთ-ერთი კომპლექსური და ამოუცნობი პროცესია. რატომ გვძინავს ადამიანებს?  თანამედროვე მედიცინის წარმოდგენა ძილზე ნაწილობრივ აწყობილ თავსატეხს ჰგავს. ექსპერტებს შეუძლიათ ამოიცნონ ზოგიერთი ნაწილი და შექმნან საერთო სურათი, თუმცა როგორ ერგება თავსატეხის ფრაგმენტები ერთმანეთს, სრულად შესწავლილი არაა.  ადამიანი მონაცვლეობით გადადის ძილისა და სიფხიზლის ფაზებში. ზოგიერთი პროცესი ორგანიზმში მიმდინარეობს მხოლოდ ძილის დროს.  ძილის დროს მიმდინარე პროცესები მოიცავს:  ენერგიის დაგროვება და შენახვა - დღის განმავლობაში, სხეულის უჯრედები იყენებენ დაგროვილ რესურსებს სამუშაოს შესასრულებლად. ძილის დროს, სხეული ნაკლებ ენერგიას ხარჯავს და საშუალებას აძლევს უჯრედებს მოიმარაგონ მომდევნო დღისთვის საჭირო ენერგია.  თვითრეაბილიტაცია და აღდგენა - სხეულის შემცირებული აქტივობა აადვილებს ჭრილობების განკურნებას. სწორედ ამ...

ინტეგუმენტური სისტემა - თმა, კანი, ფრჩხილი

რა არის ინტეგუმენტური სისტემა? ინტეგუმენტური სისტემა არის სხეულის გარე შრე. იგი შედგება კანის, თმის, ფრჩხილებისა და ჯირკვლებისგან. ეს ორგანოები და სტრუქტურები ბაქტერიებისგან დაცვის პირველი ბარიერია და გიცავთ გარეგანი დაზიანების, ინფექციების და მზის სხივებისგან. ინტეგუმენტური სისტემა მუშაობს სხეულის სხვა სისტემებთან ერთად, ეხმარება სხეულს ტემპერატურის შენარჩუნებაში, სიცხისა და სიცივის შეგრძნებაში.  კანი კანი არის ყველაზე დიდი და მძიმე ორგანო. ის იწონის დაახლოებით 2.70 კილოგრამს (ან მეტს) და არის დაახლოებით 2 მილიმეტრის სისქის. კანი უფრო თხელია მგრძნობიარე ადგილებში, როგორიცაა ქუთუთოები და სქელია ზედაპირებზე, რომლებიც უფრო მეტ დატვირთვას განიცდიან, მაგალითად ქუსლი. კანის 1 სანტიმეტრი შეიცავს თითქმის 19 მილიონ უჯრედს.  კანი შედგება სამი ფენისგან, მასში გამავალი ნერვებით, რომლებიც ცნობენ სხვადასხვა შეგრძნებებს თითოეულ ფენაში:  ეპიდერმისი :კანის ზედა ფენა, ნაწილი, რომელსაც ვხედავთ და ვეხებით. იგი შედგება სამი ტიპის უჯრედისაგან: მელანოციტები, კერატინოციტები და ლანგერჰანსი. ეპიდ...

ადამიანის ენდოკრინული სისტემა

Image
მიმოხილვა ენდოკრინული სისტემა არის ჯირკვლებისა და ორგანოების ქსელი, რომლებიც მთელ სხეულშია განლაგებული. ნერვული სისტემის მსგავსად, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის მრავალი ფუნქციის კონტროლსა და რეგულირებაში.  მაშინ როდესაც ნერვული სისტემა იყენებს ნერვულ იმპულსებს და ნეიროტრანსმიტერებს კომუნიკაციისთვის, ენდოკრინული სისტემა იყენებს ქიმიურ მესინჯერებს, რომლებსაც ჰორმონებს უწოდებენ.  პოსტში გაეცნობით ენდოკრინული სისტემის ფუნქციას და როლს ორგანიზმში.  რას აკეთებს ენდოკრინული სისტემა?  ენდოკრინული სისტემა, ჰორმონების გამოყოფის გზით, პასუხისმგებელია სხეულის მთელი რიგი ფუნქციების რეგულირებაზე. ჰორმონები გამოიყოფა ენდოკრინული სისტემის ჯირკვლების მიერ, რომლებიც სისხლძარღვების მეშვეობით მიემართებიან სხეულის სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. შემდეგ ჰორმონები გადასცემენ ორგანოებსა და ქსოვილებს, რა უნდა გააკეთონ ან როგორ იმოქმედონ.  სხეულის ფუნქციები, რომელიც კონტროლდება ენდოკრინული სისტემის მიერ, მოიცავს: მეტაბოლიზმი;  ზრდა და განვითარება;  სქესობრივი ფ...

ადამიანის ფიზიოლოგია და ანატომია

 რა არის ფიზიოლოგია? ფიზიოლოგია შეისწავლის ადამიანის ორგანზმის ფუნქციონირებას. იგი აღწერს ქიმიურ და ფიზიკურ მოვლენებს რაც იმალება სხეულის ფუნქციონირების მიღმა. მაგალითად, როგორ იქცევიან მოლეკულები უჯრედებში და როგორ მუშაობენ ორგანოები ერთად. ფიზიოლოგია გვეხმარება გავიგოთ რა ხდება ჯანსაღ სხეულში ყოველდღიურ ცხოვრებაში და რა იცვლება, როდესაც ადამიანი ავადდება.  ფიზიოლოგია vs. ანატომია ადამიანის ანატომია არის სხეულის სტრუქტურების შესწავლა, ფიზიოლოგია არის იმის შესწავლა, თუ როგორ მუშაობს ეს სტრუქტურები. რენტგენოლოგიურმა ან ულტრაბგერითმა გამოკვლევამ, შეიძლება აჩვენოს თქვენი ანატომია, მაგრამ ექიმები, დამატებით, იყენებენ სხვა ტესტებს, როგორიცაა შარდისა და სისხლის ანალიზი ან ელექტროკარდიოგრამა (EKG), რათა უკეთ გაერკვნენ თქვენი სხეულის ფიზიოლოგიაში.  ორგანოთა სისტემები და ფიზიოლოგია ექიმები იყენებენ ფიზიოლოგიას ისეთი ორგანოთა სისტემების შესასწავლად, როგორიცაა:  კარდიო-ვასკულარული სისტემა - თქვენი გული და სისხლძარღვები; მომნელებელი სისტემა - კუჭი, ნაწლავები და სხვა მონელებაში მ...

რა არის მენტალური ჯანმრთელობა?

მენტალური ჯანმრთელობა არის ფსიქიკური სიჯანსაღის მდგომარეობა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს გაუმკლავდეს სტრესს, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები და განვითარდეს როგორც სოციუმის ნაწილი.  21-ე საუკუნის დინამიური სამუშაო და ცხოვრების რეჟიმი ბევრ სტრესთან ასოცირდება, რაც ხშირად იწვევს დეპრესიას, შფოთვით აშლილობას და სხვა მენტალურ პრობლემებს. დიდი ხნის განმავლობაში ფსიქიკური ჯანრმთელობა ერთ-ერთი ტაბუ დადებული საკითხი იყო. ბოლო რამდენიმე წელიწადში გაიზარდა ცნობიერება და შედარებით ხელმისაწვდომი გახდა ფსიქოლოგის/ფსიქიატრის მომსახურება. რატომ არის მნიშვნელოვანი მენტალური ჯანმრთელობა?  ფსიქიკური ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე, ფიქრებზე, ქცევებსა და კომუნიკაციებზე. ჯანსაღი გონება და ემოციური ფონი გვეხმარება მნიშვნელოვანი კავშირების ფორმირებაში, სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში.  მიზეზები, თუ რატომ უნდა იზრუნოთ მენტალურ ჯანმრთელობაზე ფსიქიკაზე ზრუნვა არა მარტო აუმჯობესებს თქვე...